ოცნებების სასაფლაო
წამის სისწრაფით მიჰქროდა ფიქრი, მაგრამ ყოველი მხოლოდ ფარსია, იმედი კვეთდა ახალ ბილიკებს, ძველს დარდებისგან ხავსი არტყია, და ინგრეოდა ძველი კედლები, ყველა კუთხეში უცხო სახლია, ცარიელია გრძნობის საყდარი, პატრონი არ ჩანს, ვის რად არგია. წამის სიზუსტით უბერავს ქარი, გამოკეტილი მხოლოდ დარდია, ფანჯრებშენგრეულ ძირძველ ქოხმახზე აბლაბუდები მრავლად არიან. ეზოს ბალახის ეტყობა კვალი, ეკალ-ბარდები შემოჰპარვია, ერთ დროს გათელილ კარამდე ბილიკს ნაფეხურები მქრთალად ატყვია. არც იღბალია სტუმრად მოსული, მიტოვებული, ძველი სახლია, იმედით მდგარი მყარი კედელები ამდენმა დარდმა ჩამოაქცია. წამის სისწრაფით დაჰქროდა ქარი, ფუჭი ფიქრები გულს არ არგია, დამარხულია ძველი გრძნობები და ოცნებებიც უკვე მკვდარია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი