იმედი
ხანდახან ვნატრობ ცა იძრას, მიწამ ყივილი დაიწყოს, ალიონს - მოწყურებული დილა ღიმილით გაგვითბოს. ხანდახან ვნატრობ სამყაროს კარი მცირე ხნით გაიღოს ანგელოზების გალობა ოთხივე კუთხემ გაიგოს. ხანდახან ვნატრომ იჭექოს ზეცამ სლუკუნი დაიწყოს ააშრიალოს მთა-ბარი სიცოცხლე გამოაღვიძოს. ხანდახან ვნატრობ გულები ერთურთის ტრფობამ გაგვითბოს მთელი სამყარო მგოსნების ტკბილმა ჰანგებმა დაიპყროს... ...................................................................... მერე ოცნება მიტაცებს ნეტავი მალე დაიწყოს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი