იმედის ლამპარი


დღეს ზეცამ შეკრა პირი საავდროდ,
დაფიქრებულან ცისკრის მგოსნები,
გამოდარებას ებრძვის ამაოდ
მზისგან შობილი სხივთა კონები.
აპოკალიფსის სუნი ტრიალებს,
კავკასიონზე რეკენ ზარები
საქართველოსკენ მოემართება
საზიარებლად წმინდა მამები.
შიში და შფოთი იქცა მასპინძლად,
მხარდამხარ ბრძოლა სანაქებოა,
მთელს მსოფლიოში იმედის ლამპრად
ერთი პატარა საქართველოა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი