სტუმარი


ღამით სიკვდილი მესტუმრა,
თასი მივართვი ღვინისა,
ჩაიჩხრიალა ნაღურმა
გაჰკივის ნაპირს თიხისას.
მეორე თავად მეჭირა,
არ მეთქმის სიტყვა შიშისა,
სიკვდილო - ამით დავლოცოთ
ვინც კი იმქვეყნად მიდისა.
აქ ობლად ტოვებს სამოყვროს,
ოჯახ შავებით ტირისა,
იქ მოდის დარდმორეული,
გული მოუწევს შინისას.
ვიცი - შენ ვერვინ აგცდება,
უფლის განგებად ითქმისა,
სიცოცხლე ომით ნალევი
სიკვდილის პირად მიდისა.
დღეს სტუმრად ჩემთან მოსულხარ,
მე თასს დავცქერი თიხისას,
წმინდაა ვაზის ნაჟური,
მთელი გზა ამით ითქმისა.
დაფიქრებულა სიკვდილი,
თვალს ეკვრის ბინდი ფიქრისა,
არა ღირს შენი წაყვანა,
სჯობს დარჩე ისევ შინისას.
მე ბევრი წამიყვანია,
ამაყნი - ჩემთან ტირისა,
შენ ეს რა მადლი გწვევია,
შიშ არ გაქვს თვით სიკვდილისა.
ერთიც შესვა და დადუმდა,
აზრებს ვერ აბა სათქმელი,
მესამე ჩემით შევუვსე,
დავლოცოთ გზა გასავლელი.
ბნელი - ნათელით მოსილა,
გამომაფხიზლა ზარებმა,
ვგონებ სიზმარი ყოფილა,,
ცხადში გალობის ხმა მესმა.
ლოცვით ვთქვი ჩემი სათქმელი,
უფალს წყალობა შევთხოვე,
ღმერთია ჩემი მფარველი
სიკვდილი მე რას მაჯობებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი