იდუმალ ქალს


მე შეიძლება ვერ მოგცე ოქრო
თუნდაც მცირედი უნცია მთხოვო,
მე შეიძლება არ მქონდეს ვერცხლი
და არც სასახლე მამულით ვრცელით,
მე შეიძლება ვერ დავდო თავი,
ვერ დაგიფარო ვარდებით სახლი,
ვერც ბრილიანტი ვერ ვპოვო ქვეყნად
ვერც ზურმუხტი და ვერც ლალის თვალი..
მაგრამ მე გჩუქნი გრძნობას უდიდესს,
მას ვერ გააქრობს ვერც ერთი ჟამი,
არც ოქროს დარად აიწონება,
არც ვერცხლის მსგავსი ექნება ფასი...
ვერც ზურმუხტებით ვერ მორთავ მხევალს,
არც ლალის თვალის ექნება ხასი
და სასახლეშიც არ დაეტევა,
ვერც მამულებზე ვერ დადგავ თასით.
ოქრო და ვერცხლი ვერ გადაწონის
ვერც სიელვარი მრავალი თვალის,
ყველა სასახლე გროშადაც არ ღირს
თუ არ იქნება იქ შენი სახლი.
შენ უკვდავების ხარ სინატიფე,
მე გჩუქნი გრძნობით აღსავსე სასმისს,
ან ზურმუხტები ნეტავ რად გინდა
მზის სხივთან დარობ ღიმილით ნაზით.
ლალის თვალიც კი მხოლოდ ხარჯია,
შენი თოლების დაჩრდილავს დარი.
გზა აწ გავლილი უქმი ჟამია,
ჩემი საწყისი შენიდან არის...
მე ყოველ დილით გჩუქნი ალიონს,
გულს გისაჩუქრებ ერთგულად გაზრდილს,
ნიავთა ქროლვას გამოვაყოლებ
გრძნობას უმანკოს, ვნებებით აღვსილს.
კამკამა ცაზე ვარსკვლავად ჩანხარ,
ზღვაც გეფერება ცხოვრებით ფაქიზს,
ვარდი - სურნელს გთხოვს, მზის სხივი - ამბორს,
შენ ქვეყანაზე არა გყავს მსგავსი.
მე ჩემს სიყვარულს გინთებ კელაპტრად
და ერთგულების შევავსებ სასმისს,
შენზე ოცნებით მნათობებს შევკრებ
არ მეყოლება ქვეყნად სხვა ქალი.
მე შეიძლება ვერ მოგცე ოქრო,
ადგილ-მამულის არ მქონდეს ფართი,
შენს სილამაზეს მსოფლიოს ვამცნობ
და ჩემს ლექსებში რითმებად დავღვრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი