** ** **
არ მენახა შენი მსგავსი მშვენება, თუმც მთა-ბარი მომივლია ფეხით, მისმენია სირინოზთა გალობა, ტოლს ვერ უდებს შენს ხმას მისი ტემბრი. სურნელება შემიგრძვნია მრავალი, გაზაფხულის აფეთქებას შევხვდი. შენი ნაზი სურნელებით დამთვრალი სხვაგვარია ალიონი ზეცის. ზღვა ნაპირებს ეფერება კლდოვანებს, ბობოქარი - მონატრებით იწვის, ცელქი სიო შეეხება შენს ბაგეთ, ონავარი - ამბორისთვის იღწვის. არ მენახა შენი მსგავსი მშვენება, მომივლია მთა და ბარი ქვეყნის, გაზაფხულის აფეთქების სურნელით, ოქროსფერი შემოდგომის ფერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი