ღამის ზმანება


გამოცხადება მქონდა მგოსნების,
ანგელოზები მეწვივნენ ციდან,
ჩუმანდ გამანდეს ერთი ლსახელი,
იმ ღამეს გარეთ ძალიან წვიმდა.
დასველებული იყო ფიქრებიც,
დამძიმებულად ოხრავდა გული,
ანგელოზების გამოცხადებამ
გამოანათა ღამის უკუნი.
გამოფხიზლება იყო ძილიდან,
ცას შერჩენოდა მტრედების გუნდი,
დასველებული ფიქრთა სიიდან
მისი სახელი ჩამესმის ყურში.
ღამის უკუნი მთვარემ გაჰფანტა,
მარგალიტებით მოირთო ზეცა
და ალიონზე არ დააცადა
ცელქმა სხივებმა ვარსკვლავებს ცეკვა.
გაუკვალავი იყო ბილიკი,
ბედიც თავის გზით მიხმობდა მაშვრალს,
განცხადებული მისი სახელი
წინ მიმიძღვოდა სიცოცხლის ლამპრად.
ძილში ზმანება მქონდა მგოსნების,
ანგელოზები მეწვივნენ ციდან,
ჩუმად გამანდეს ბედის სახელი,
გაუჩინარდნენ ნათელის მიღმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი