პოზიტივი
დრომ ოცნებები სანაგვეზე გადამიყარა, როცა ყვითელი ერეოდა სიმწვანეს ფერში ცის ეშაფოტზე კვლავ გამოჩნდა იმედი სვეტად და სიხარულით შეიმოსა ცხოვრება ვრცელი. ბედთან ჭიდილში ბევრი ღამე გამითევია, გამილევია ცხარე ბრძოლით დიდი მანძილი, მე არაფერი სხვა ამქვეყნად არ მიძებნია, ოღონდ მენახა მოფრიალე შენი მანდილი. დრომ ოცნებები სანაგვეზე გადამიყარა, მომავალიდან მგზავრი შემხვდა მადლით აღვსილი, ჩემი ცხოვრების ახალი გზა გადამიშალა და სიყვარულით შეიმოსა გული დაღლილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი