ადამიანი
ხან ჯიუტობა გავბედე ბედის, ხანაც გავბედე ღმერთებთან რბოლა, ადამიანი ყოფილა მხეცი, ადამიანი ყოფილა მონა. ხან ამაღლება მინდოდა ზეცით, ხანაც ქვესკნელის მმართველად ჯდომა, ადამიანი შობილა ქვეყნით დაუნახავი, უძღომი მოდგმა. ხან განდიდებას ვუწყობდი ხატებს, ხან ჯოჯოხეთის კარიბჭეს - როკვას, ადამიანში ყოფილა შუღლი, ადამიანი სიხარბემ მოკლა. ხან მშობელ დედას ვაგებდი პატივს, ხან საქმეებით ვიწვევდი წყრომას, ადამიანი შობილი დედით ვერცხლზე გაყიდის მთელ თავის მოდგმას. ხან ვესწრაფვოდი ბუნებით ტკბობას, ფერად-ფერადი მათრობდა მთები, ოცდაათ ვერცხლზე დახამებულმა გავანადგურე ბუნება ვრცელი. ხან ამაღლება მინდოდა ზეცით, ხანაც გავბედე ჭიდილი ღმერთთან, ადამიანი შობილა მხეცის, - ხან წმინდანების მლოცველი შტოდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი