მხატვარი


მოდი მხატვარო, დამხატე სუფთა,
გულით უმანკო,
მინდა ამ წლების ნაგროვი სევდა
წამით ვუარყო,
მხიარულ ფერთა ნაზ ჰარმონიას
ფიქრიც დაჰყოლია,
ფუნჯით მომხატე ტილოზე ნაზად,
ხელი დამყოლია.
ზღვის ტალღებიდან რითმი აიღე,
ქარს რომ აჰყოლია,
ცის ნაზი ფერი გადააფარე
შექმნილ ჰარმონიას.
ცადე მხატვარო დამხატო სუფთა,
გულით უმანკო.
იქნებ წარსულის ნაგროვი სევდა
ფუნჯმა უარყოს,
ფერების გამა გადააფარე წლების საწყისებს,
დამხატე მშვიდი, როგორც პატარა,
თან გამაღიმე...

ვ. ადეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი