დილა ღმერთთან
ყოველი დილა შენ მყევხარ ღმერთად ოცნებად კენტად. ყოველი დილა ვლოცულობ ღმერთთან ჩემს ერთად-ერთთან. ყოველი დილა გავყურებ ზეცას ღრუბლების სვეტად. ყოველი დილა შენს სახეს ვხედავ და ნატვრას ვბედავ. მოღამებულზე სიზმრებში გხედავ და გულის ფეთქვად ციდან ვარსკვლავთა ციმციმა ჯარი - მეალერსება. მთვარე სარკმელთან მღერის ბალადას, სიო ბუკს ბერავს. გამოპარულან ცელქი სხივები ბნელს შუქი ჰკვეთავს. ყოველი დილა შენ მყევხარ ღმერთად და ერთადერთად. ცხოვრების ნაპირს მივყვები ნელა დრო არ ჩერდება. შენზე ფიქრები მეწვია კენტად და ლოცვას ვბედავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი