წამი მარადისობად
შენ ხარ სილამაზე, ქმნილება ღვთისა, შენს წინ ავხორცი შიშისგან ძრწისა, შენ ხარ ელვარება კამკამა ცისა, ვარსკვლავთა ჯარი გიცავს ძილისად. შენ ხარ მოვლენილი მიწაზედ ციდან, შენი მნახველნი ბავშვურად თრთისა. შენ ხარ ბედისწერა საწყისი გზისა სადაც ვერ ბედავს მრავალი მისვლას. შენ ხარ დიადემა იმ ერთი დღისა ვარდთ რომ უზიარებს სურნელს თავისას. შენ ხარ ოცნება და ნატვრა დღისა წარმოშობილი გულში ფაქიზად. ერთი წუთიდან ხარ წამი ხარ ციცქნა და სილამაზე ამ წამით იშვა. შენ ხარ ქმნილება უფალი ღვთისა და დაბადება სიცოცხლის დღისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი