Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_njquv1r0vnea32b0k1bm46dq47, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სიტყვა - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

სიტყვა


ლამაზ სიტყვებით აგებენ კოშკებს,
ქმნიან საწყისებს, ბოჭავენ გროშებს,
ლამაზ სიტყვებით ხურავენ ქოხებს
ხოტბა-დიდებას ასხამენ მომსვლელთ.
სიტყვებით კლავენ, სიცოცხლეს სპობენ,
ბაზრად ჰყიდიან და არც ნანობენ,
სიტყვებით ცემენ, უაზროდ მტრობენ
და პატიებას კვლავ სიტყვით სთხოვენ.
სიტყვა უფლისგან იყო ყოველი,
უძლეველია სიტყვა - მთხოველი,
უძლური არის ავის მომცემი,
სიყვარულია - მრწამსი ყოველის.
სიტყვა - საქმისგან გამიჯვნით მდგარი
ობოლი არის, ვით კენტი ვარდი,
ჩამომჭკნარია უდაბნოს მდგარი,
მისი საკვები - საქმენი არის.
დღესაც სიტყვაა - საწყისი სტროფის,
მაამებელი - ხმა-ტკბილი მგოსნის,
სამართალია - მართალი მოწმის,
იარაღია - უფალთან ლოცვით.
სიტყვა იყო და იქმნა სამყარო,
სიტყვა - საქმემან უნდა ახაროს,
გულიდან იშვას, ბაგემ განავრცოს
და სილამაზე სიტყვამ გაგვაცნოს..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი