სული ობოლი
დაიარება ქუჩას ობოლად და თავის ნაწილს დაეძებს ცალად, სული - ობოლი, ისევ ლტოლვილად შემოძონძილი ფარჩის ამარად. დაიარება კიდით კიდემდე ვერავინ ნახა თავის სადარად, უფლის შიბილი და კვლავ ობოლი მანუგეშებელს მოელის კალთას. ზოგს ფობიები შემოჰკრებია, ფანტაზიების ფრიალებს აფრა, ზოგს ნიღაბი აქვს მყარად ნაჭედი და გასაჭირი თითქოს აღას სჩანს. ალალ-მართალი კვლავ დადის ცალად, ჩამოძონძილი ამოსავს ფარჩა, სული - ობოლი, ჯერაც ლტოლვილად თავის მეწყვილეს მოელის კვლავაც.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი