კიდევ ერთი


(დროა დავფიქრდეთ)
დღეს კიდევ ერთი შეწყდა სიცოცხლე,
დღეს ნაადრევად დასრულდა წერა,
მიემართება ზეციურ სახლში
ანგელოზები არტყია მცველად.
დღეს კიდევ ერთი დედა ატირდა,
დღეს კიდევ ერთით იმატა ჯვარმა,
ეს მარტო ამ დღეს, მარტო ერთ დღეში
საფლავის ქვაზე წარწერა გაჩნდა.
დაფიქრებულან ზეცად ფრთოსნები,
დასდუმებიათ ჰანგები მგოსნებს,
ბოროტი სულის მტარვალ ხელებმა
დღეს ნაადრევად სიცოცხლე მოსპეს.
დღეს კიდევ ერთი შეწყდა სიცოცხლე,
საჯიშეებში შემცირდა გენი,
ადამის მოდგმას შემოერია
ღვთით ბოძებული სიცოცხლის მკვლელი.
სული უფალთან დადგა გოდებით,
ძალმომრეობა ერში ხშირია,
ავის ზეობა არის დროებით,
სამების მადლი უფრო დიდია.
..............................................................................
დღეს კიდევ ერთი შეწყდა სიცოცხლე
და ნაადრევად წავიდა ზეცად,
არავინ ვიცით ხვალ რა მოგველის,
ბოროტი ანგრევს ჩვენს ბედისწერას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი