დრო თამაშია
გაიმართება კიდევ პარტია ეს თამაშია. მეფესდ დასვამენ ყოფილ ლაზიერს თავს დაჰნატრიან. დედოფლის გვირგვინს - პაიკს ადგამენ კოხტა ქალია, მხედარს სულ პირველ სვლაში ჩართავენ არად არგიათ. ასეთი არის ცხოვრება ჩვენი მხოლოდ ფარსია, ვიღაც თამაშობს და ჩვენ ვიფერებთ რაც არ გვარგია. გვეამაყება წამის დიდება, თავს აგვვარდნია, ზოგს შიმშილისგან კუჭი უხმება, ზოგს ზედ აყრია. სულის სიწმინდეს ფულით ბღალავენ ვერცხლხზედ გაცვლიან, გვირგვინს ირგებენ ოქროთი ნაჭედს - გაუხარიათ. როგორც ჭადრაკში - მეფეს და პაიკს ერთი სახლი აქვთ, ისე ერთია ჩვენი სასრული, ნათალი ხისგან. გაიმართება ერთი პარტია - მხოლოდ ფარსია, მეფის დიდებას - პაიკი შეცვლის, დრო თამაშია... ვ. ადეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი