ცხოვრების ანბანი
უცნაურია ეს ბედისწერა, ჰო... უცნაურად კვესავს არღანი, უძილო ღამით, განსაცდელებით, იწერებოდა ჩვენთვის ანბანი. უცნაურია მისი ზრახვები, გზების დახლართვა სჩვევია რჩეულს, ჩვენი მიზნები მისთვის უცხოა, ხშირად დაგვცინის უსუსურთ, ეულთ. უცნაურია ეს ბედისწერა, ყოველი წამი დიდი განძია, ჩვენთვის სიბერე, ასაკი თეთრი, მისთვის ახალი გზის ნიშანია. მთათა გორებზე, სოფლის წიაღში, ქალაქის ხმაურ ორომ-ტრიალში გზაგაკვალულად დაიარება შემოღამებულს, ცის განთიადში. იდუმალია ეს ბედისწერა, სიყვარულის ჰანგს კვესავს არღანი, დროთა პაექრში გაკვალულ ბილიკს ამოკვეთილა ჩვენი ანბანი. ვ. ადეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი