მთათა ხეობებს
მთათა ხეობებს ნისლისფერი გამოჩნდა ჯარი, თითქოს ეწია საქართველოს ჟამი საზარი, შემოვერცხლილა კაცის მკერდი ფარით, აბჯარით, თვალებში კვესავს ნაპერწკალი ქართული ალის. მიმოფანტულან ურდოები, არღვევენ სახლებს, დედას სტაცებენ, ჩანასახში ხოცავენ ბალღებს, წმინდა გიორგის სალოცავთან რეკენ ზარები, ვაჟთა მხარდამხარ ირაზმება ამორძალები. მზე შუბის წვერზე ოდნავ მაღლა ამოწეულა, გახელებულა მკლავ-მარჯვენა, ბრძოლას წვეულა, ნორჩნი ვაჟკაცნი, შეკრებილნი ბედის რჩეულად მახვილსა სცემენ, ურდოების ბრბო დაქცეულა. დედის ცრემლები არ შეარგეს, არც ბალღთ ცრემლები, ვერ აპატიეს შემორღვევა ფუძე-კერების, არც სალოცავთა ჩამონმგრევებს არ შერჩათ თავი, მიმოფანტულად ვით პირუტყვნი მინდორს ნაყარნი. კახთა ხეობებს ვერცხლისფერი ფრიალობს ალი, ცელქი ნიავი ეფინება ჭრილობას წამლად, ქართველთ წინ უძღვით თავმდაბლობა გენში გამჯდარი, ლოცვით დიდებას აღავლელენ ღვთისმშობლის ხატთან... ვ. ადეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი