Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ne9s145nkubnnek7qfvvkna3q4, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვედრება - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

ვედრება


გთხოვ - ჩააყენე ოცნებების რიგში პირველი,
გაჭირვებულებს - დაღარული გულის ფსკერი აქვთ,
საზრდოზე ფიქრით წირვა-ლოცვას მონატრებულებს
საცხოვნებელად ცხარე ცრემლი გადმოსცვივიათ.
გთხოვ - შეეწიე შემოქმედო დაკოჟრილ ხელებს,
მიწაზე შრომით თავდახრილნი მარტოდ იღწვიან,
ლოცვა თავდახრით წარმოთმული ცრემლებად ითქმის,
გლეხნიც თავდახრით - სავედრებელ სიტყვას იტყვიან.
გთხოვ შეეწიე საშოვარზე ეულად მავალთ,
შემოძონძილი სამოსელიც მათთვის ძვირია,
სული ფაქიზად შენახული - ძე ღმერთზე ფიქრით,
ოქრო-ვერცხლისთვის ეშმაკისთვის არ დაუთმია.თ.
გთხოვ - ჩააყენე ოცნებების რიგში პირველნი,
ოქრო და ვერცხლი ამ ცხოვრების ფუჭი ხიბლია,
მათი გულები საღვთო მადლით გაასხივოსნე,
მათი ოცნება უბრალო და საქმით დიდია...
გთხოვ - შეეწიე საშოვარზე თავდახრით მავალთ,
მხოლოდ შენ უწყი - თუ რაოდენ დიდი ტვირთი აქვთ.

ვ. ადეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი