ჩემი სამშობლო


ქალწული არის ჩემი სამშობლო,
დედა ღვთისმშობლის მოსავს მანტია,
როგორც ღვთისმშობელს ძე გამოსტაცეს,
ისე სტაცებენ, მიწებს აცლიან.
თეთრი მანდილი სისხლით მოირწყო,
წითლად ელვარებს მინდორ-ველები,
ქალწული არის ეს საქართველო
და ამოჰგლიჯეს მკერდით შვილები.
თვით დედა ღვთისა ლოცვით ვედრებდა,
ამ ლოცვის მადლმა გააპო ზეცა,
დღეს საქართველო მუხლზედ დამდგარი
წყალობას ელის შემოქმედ ღმერთთან.
ცა განიხსნება, აბობოქრდება,
ოკეანენი დაფარავს ფერდობთ,
ათასი სენი შემოერევათ - მომხდურთ
უგვანოდ ღვთის შვილთან მებრძოლთ.
შემოძონძილა თეთრი მანტია,
ტილოს სურნელი აჰყვება ქვეყნის,
სხვადასხვა მხარეს მიმოფანტული
კვლავ უბრუნდება შვილები მკერდით.
ქალწული არის დედა სამშობლო,
ქალწულებრივი მადლი დიდია,
შემოძონძილა ურჯულოთ ხელში
ღვთით შემოსხმული თეთრი მანტია.
ზართა წკრიალი გაისმა ზეცით,
ხმა საამური ისმა მისების,
მოემართება ქართველთა მხსნელად
წმინდა გიორგი გამობრწყინებით.
ქალწული არის დედა სამშობლო,
ღვთისმშობლის მადლით მოსავს მანტია,
ნიკოფსიიდან დარუბანდამდის
წინაპართ მადლი სანთლად ანთია.

ვ. ადეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი