საღამოს პირი


საღამოს პირი - ბინდბუნდი, ნისლი,
საღამოს პირი - სიჩუმე მშვიდი,
საღამოს პირი - წყვდიადი, შიში,
შიში და ძრწოლა, კანკალი, თრთოლვა,
საღამოს პირი.. ღამეა დიდი,
თვალებში შიში... სიკვდილზე ფიქრი...
უმანკო გოგო დაეძებს ბინას,
გარეთ დარჩენილს სული აქვს წმინდა,
ლოცვით, ვერდებით, ხატზე ფერებით,
მხევალი უფლის, შიშებს გვერდს უვლის...
სიბნელე დადგა, სინათლე შთანთქა,
ავის მსურველი ყველა განკაცდა,
გარეთ დაძრწიან, ეძებენ სარჩოს,
გოგონა მარტო... სულ მარტოდ მარტო...
თავს ფიფქი ათოვს... სიცოცხლეს არ თმობს
და მთელი ღამე მას სისხლი ათბობს...
დილა გათენდა, მზემ გაანათა,
გაყინულ სხეულს ფარდა ახადა ,
წითელი ფერი თეთრი საბნის ქვეშ,
მოჰგავდა ყვავილს შემოდგომის დღეს...
საღამოს პირი... სიჩუმე დიდი...
და კვლავაც სევდა... და კვლავაც შიში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი