იმედის ღიმილი


დღეს ცა იძვრა... ოჰ... ცის ნამი...
წვიმის წვეთად
გადაიქცა.
დღეს ცა იძვრა და სხივებით
ცისარტყელად
გარდაიქმნა.
დღეს ცა იძვრა... ალიონზე
საამური ჰანგი
ისმა,
დღეს ცა იძვრა... სამოსელად
სიყვარული
შემოიცვა.
დღეს ცა იძვრა... ჰო..  ცის ნამმა
ცელქი წვეთი
ააცეკვა.
დღეს ცა იძვრა - სიყვარულით
და სიცოცხლემ
გაიღიმა...

ვ. ადეიშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი