არვინ გამიცია...


უკვე დავამთავრე რაც არ დამიწყია,
უცებ გამოვცალე - ცხოვრება სასმისია,
ჯერ თავს გევლებიან, მერე გაგისვრიან,
ფულით გზომავენ და თვლაც კი არ იციან.
სანამ რამე უნდათ - მანამ დაიცდიან,
მერე ივიწყებენ თუ რამ გაგიცია,
ლარად გაფასებენ - ფასიც არ იციან,
ნაგავზე ყიდიან გრძნობას ხალისიანს.
უკვე დავამთავრე... მხოლოდ საწყისია.
უცებ გამოვცალე მწარე სასმისია,
ოქროდ მაფასებენ - ნაგავზე გამისვრიან,
ფულზე გამყიდიან - დათვლა არ იციან...
უკვე დავამთავრე რაც კი დამიწყია,
სხვას გადავულოცე ხალხის სასმისია,
არც თავს შემოვივლებ და ვერც გამყიდიან,
ოქროც მათი იყოს, ვერცხლიც დამითმია...
ისე მიცხოვრია - არვინ გამიცია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი