დაისი ანგელოზებთან
დღემ გაიცეკვა ბოლო ცეკვა ანგელოზებთან, სიცოცხლის ფერი მოჰფენია ცათა ხვიარებს, ახალ სიცოცხლის - გზის საწყისზე დანატოვრებთან გამოაბრწყინებს სიყვარული, დააფრთიანებს. მზე შარავანდედს მიმოაფენს მთათა მიჯნაზე, ალიონს ცეცხლის ელვარება მოეფინება, ხო და ვიცეკვოთ დღესთან ერთად, ანგელოზებთან, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარული გააფრთიანებს... ცისკრის მნათობი, მოელვარე მთვარეს მიჯნურობს, უღრუბლო ზეცას ვარსკვლავებთან ჩასძინებია და ჭორიკანა, მოცქრიალე ცელქი ნიავი ჩამოსჯდომია სასაუბროთ ღამის ფერიას. დრომ გაიცეკვა ბოლო ცეკვა წასულ დღეებთან, ცისკრის ეშაფოტს ელვარება სტუმრად სწვევია, აწმყოს - ნაზარდი ოცნებები, ფიქრს განდობილი, მომავლის დღეებს რელობად აუხდენია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი