ცხოვრება


გარშემო იმდენი მტერია,
უკვე მოყვარე ამერია,
გარშემო იმდენი მტვერია,
სუფთა არაფერი დამრჩენია,
გარშემო იმდენი მკვლელია,
სიცოცხლეს ცრემლი გასჩენია,
გარშემო იმდენი ბლეფია,
სიმართლე წითელ წიგნში აღწერილა.
ქალის ქალობა დაკარგულა,
კაცობა სიტყვაშიც გაპარულა,
ძმობა ფურცელზე დანაწერი
უკვე ისტორიას დამარხულა.
შოთას დანაწერი უკვდავება,
მოგონებებში დამალულა,
მასში აღწერილი მიჯნურობა
მთვრალზე ღვინითაც აღარ თქმულა...
გარშემო იმდენი მტერია,
მოყვარე არვინ დამრჩენია
გარშემო იმდენი მტვერია,
სუფთა მხოლოდ გრძნობა დამრჩენია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი