ისტორიანი
არ გირჩევ ჩაეძიო ჭადართა აზრებს, არც მუხის ტოტებს გაუბა ბაასი, ნუ ცდილობ გაიგო მათი ჩანაფიქრი, ნუ ცდილობ გაიგო წარსული ნატანჯი. შენ წლები გაშორებს გაჩენის დღეებთან, მუხები ითვლიან განვლილ წლებს ასობით, მდუმარედ ითმენენ და გულში იხვევენ... დუმილის ნაყოფი დარდია ნატანჯი... მრავალი ინახეს დარდი და ვაება, ქართველთა სირცხვილი, ღალატი, გაცემა, დიდთა გამეფება, ზეობა ერისა, უფლის განდიდება – როს ერს ხსნა ეღირსა... ნუ ცდილობ შეეხო სამყაროს შეუვალს, არ შედგე, შეეშვი ბილიკებს გაუვალს, სიცოცხლე დაგითმეს, მრავალი დღეები, მათთვის დარდებია ახალი წამები. ერევი, აწუხებ, გიმზერენ დუმილით, რა გინდა გაიგო?! რატომ არ ეშვები? არც თუ იოლია ბუმბერაზთ აყოლა, დრო მიდის, მიჰყვები ფიქრებს მონაპოვარს. ჩადრები, მუხები დუმილით გვიცქერენ, მათთვის ამაოა ყოველი სიმშვენე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი