დედა შვილი
ნორჩი დილა... საფიქრალი საშოვარზე, სადარდელი და საშოვნი ლუკმა პური, ჩვილი მშვიდად მიყრდნობილი დედის გულზედ, და ვაჟკაცის გულთსახვედრი საფიქრალი... ქალის თვალებს ცრემლი ფარავს, ეტირება, სიხარულზე მას ნაღველი ეფინება, ჩვილის ხელი დედის ხელზე ეჭიდება, სიყვარულზე სამუდამოდ ეფიცება. უმწეოა, თუმცა გრძნობა გულს აქვს დიდი, პაწაწინა გულში სუფევს გრძნობა მშვიდი, აღარ ტირის, თუმც შიმშილი უხმობს თვალებს, თითქოს იგრძნო დედის დარდი და იბრალებს... მგრძნობიარე ხელის გულით ეჭიდება, ეფერება ლამაზ თვალებს, ამშვიდებს და ეღიმება, დედა უყვარს... მას შიმშილში ეძინება, სიყვარულით გაძღა ბავშვი, ძილში აღარ ეტირება... დედის სახეს კვლავ ნაღველი ეფინება, სევდას ვერ ცვლის ეს სიწყნარე... ეტირება, გადაქანცულს ამ ფიქრებში ეძინება, და მძინარეს სიხარულით ლამაზ ბაგეთ ეღიმება. დღე ილევა, გულს იმედი ეფინება, ვაჟკაცს მხსნელად ღვთისმშობელი ევლინება, ხსნა იპოვა, ამაყად მდგარს გაჭირვება ერიდება, უფლის მადლით ყოველი დღე სიხარულად ევლინება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი