საქართველოს დიდება


დღეს დილით კიდევ მოკლეს ილია,
ტყვია ესროლეს ქართველ გმირს გულში,
დღეს მერამდენედ დაჭრეს ვახტანგი,
შანთი დაადეს ქეთევანს მკერდში,
დღეს მერამდენედ გაყიდეს მიწა,
უკვე გასხვისდა მთა-ბარი ქვეყნის,
დღეს კიდევ ერთხელ ამოიკვნესა
აბო-ტფილელმა მტკვრის ნაპირაში,
ძველ თბილისს კვლავაც რეკავს სიონი,
ერი რჩეული დამდგარა ფეხზე,
დღეს მერამდენედ, დღეს მერამდენედ,
ტანჯულ ქვეყანას უჭრიან ვენებს…
სისხლით მორწყულა დღეს წიწამური,
უფალთან ერი შენდობას ითხოვს
კრწანისს კვლავ ჰყვავის ყაყაჩოები,
ზარების რეკვით სიონი გვიხმობს…
ცოდვა ლოცვებით მოიტევება,
ჩვენს სინანულზე უფალი ფიქრობს,
და წინაპართა დიად ნაკვალევს
ჩვენც დავამატებთ კიდევ ერთ სტრიწონს...
დღეს აღარ კლავენ ჩვენთან ილიას,
აღარც ქეთევანს შანთავენ... ვფიქრობ…
დღეს ერი-ბერი ერთად ლოცულობს,
და საქართველოს დიდება გვიხმობს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი