მოდილიანი
ქმნიდა შედევრებს მოდილიანი, ქმნიდა უსახოდ, ცოლი დახატა და სილამაზე ხალხს მისი ამცნო. ღარიბთა ბედი მასაც წილად ხვდა, სხვა მხარე არგო, ქმნიდა შედევრებს მოდილიანი, მაგრამ ამაოდ... სადარბაზოდ რომ შეიკრიბნენ მრავალნი სხვანი, მოდილიანის მხოლოდ ტილო მოსჩანდა კრძალვით, ფული მაშინაც მოქმედებდა, იყო წამყვანი, მოდილიანი კი უფულო, ღარიბ-ღატაკი... ქმნიდა შედევრებს... ცხოვრებაზე წერდა ფერებით, მძიმე ბავშობა... არეული გონება ვნებით, თრობა თრიაქით, ღვინისფერი ცა სისხხამ დილით, მთვრალი ხატავდა და განთიადს ხვდებოდა ღვინით... ცოცხლად არავინ არ მიიღო, კარს უკუ აგდეს, ღარიბ-ღატაკი არ ჩათვალეს თავის საწონედ, შედევრი დარჩა... მოდილიანის ცხოვრების მსგავსად, ქმნიდა ცხოვრებას - სიცოცხლეზე ფერების ფარდად... და დღეს ჩვენშია მოდილიანი, ფერებით ვფარავთ დარდების ფარდას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი