დროის მტვირთველნი


დგენან მდუმარედ ისტორიის
დარდის მტვირთველნი,
გულში ჩაუკრავთ ქვეყნის ბედი,
ჭირი, ვარამი,
ამდენი წლების გამოვლილი
ცრემლით ნაზარდი
დგენან მდუმარედ და ფიქრობენ:
ნეტავ სადამდის...
ხალხთა ჩივილი, ღალატი
და გაუტანლობა,
ძმისგან ძმის მოკვლა და მშობლების
ვალის არ მოხდა,
უფლის ღალატი, ჯვარზე გაკვრა,
და უმადობა,
დგენან მოთმენით და ფიქრობენ:
ნეტავ რა მოხდა...
თითქოს სხვა ფერად შეიღება
ზეცა უმანკო,
თითქოს შეცვლილა საქართველოს
ნათელი დღენი,
ვერ გაუგიათ რას ელოდნონ,
რას დაუცადონ,
დგომაც აღარ სურთ... მოთმინების
გავიდა წლები...
დგენან მდუმარედ და უცქერენ...
მაგრამ ამაოდ...
უკვე სიცოცხლე გადაიქცა
ამაოებად...
უფლის იმედი, ერთადერთი
გულის საამო,
მაგრამ ამაოდ... ეს ცხოვრება
იქცა გოდებად...
დგენან მდუმარედ... მომავალი
არაფერს ამცნობთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი