სადღაც... მიკარგულში


სადღაც მიკარგულში, კუთხეს მიმალულში
რეკენ ეს ზარები...
და ნაზი ჰანგები ცრემლიან თვალებით
ფრენენ ნაწამებნი...
მაღლით ცა დაჰყურებს, ისმენს ვარსკვლავები,
სიცოცხლის სავანები,
ზღვის ერთი ნაპირი მდუმარე და მშვიდი
ფიქრებში ჩანაძირი...
სამყარო დადუმდა, ზართა სიმფონია
გულებს ეფინება,
უკვე გვიანია... უკვე გვიანია,
გულს არ ეღიმება...
ეხლა გაიაზრეს საქმის მძიმე ბოლო
და ცრემლმა იფეთქა,
უკვე ვეღარ ცვლიან... ზართა სიმფონია
თავის გზას მიჰყვება...
სადღაც მიკარგულში ზართა ჟღერადობა
სიჩუმით იცვლება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი