იმედის გზაჯვარედინი
ისევ ახალი გზაჯვარედინი და არჩევანი ისევ ორშია, მესამე მხარე ისევ წინ მიდის, მაგრამ სამივე გზა ბურუსშია. ისევ ახალი დღის პირი დგება, მომავლის ჭვრეტა ცოტა შორია, ისევ იწყება ჭიდილი ბედთან, ძველის სასრული - ახლის სტროფია. დროდადრო ვიბრძვი უხილავ მტერთან, ანგელოზები გზას მილოცვიან, უფლის იმედად მივიწევ კენტად, ხან ზაფხულია, ხანაც თოვლია. ისევ რკინებას მოველი ბედთან, ისევ ახალი გზა-გამყოფია, ახალ არჩევანს იმედით ვუმზერ და დასასრული ალბათ შორია. ვ. ადეიშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი