შენი თვალები
ზღვისფერ თვალებში ცის ანარეკლი გულს აჰყოლია, მთელი ცხოვრება ვწერდი ლექსებს და ასე მგონია - მე სილამაზე შენი სახელით გამიგონია... მთის ფერდობებზე სურნელი ვარდის ფიქრს დაჰყოლია, ქალის მშვენებას როცა ვეძებდი ჯერ არ მცოდნია უნდა მენახა მე მაგ თვალების ნაზი ჰარმონია. სევდა, ნაღველი, თითქოს სიღრმეში დაგიტოვია, იმედით უმზერ ცხოვრების ბილიკს, ბედის სიმფონიას. ზღვისფერ თვალებში ქალის მშვენება ფიქრს გაჰყოლია, მთელი ცხოვრება ვწერდი ლექსებს და არც კი მცოდნია, რომ სილამაზე ღმერთს თურმე შენით მოუგონია... ზღვისფერ თვალებში ვხედავ ოცნების ნანატრ ჰარმონიას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი