სიყვარული


ვიცი შენზეც წერენ,
გიწერენ პიესებს,
გიძღვნიან საჩუქრებს
იებს და ენძელებს.
ფარჩა-ფარდაგებად
ოცნებებს გიგებენ
შენს ყოველ განაფიქრს
სიცხადედ გიქცევენ.
შენ ჯერ ზეცამ გწერა,
სინაზეს იფერებ,
სუნამოდ მთის ვარდის
ნაზ სურნელს იყენებ,
ზღვისფერი თვალებით
მსოფლიოს იტყვევებ
შენი სილამაზით
სიცოცხლეს გვივრცელებ.
ალბათ ბევრი გიწერს,
გიძღვნიან პიესებს,
გჩუქნიან საჩუქრებს
შენ რასაც ინებებ,
ქვეყნის სილამაზეს
მხოლოდ შენ იფერებ,
შენი სილამაზით
სიცოცხლეს იტყვევებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი