დაკარგული წლები
მაპატიე... გამეპარა წლები, უკვე თავზე ამიზამთრდა თითქოს, წვერზე ისევ შემოდგომა არის, გული კიდევ ზაფხულის მზეს ითხოვს. მაპატიე, ვერ გიპოვე ჩემში, ეხლა ლოცვით დაჩოქილი ვითხოვ, შენს ძებნაში გაილია წლები და თვალები კვლავ სიყვარულს ითხოვს. მაპატიე... ვერ მოგკიდე ხელი, გვერდით მყავდი სანატრელი თითქოს, ეხლა კიდე დღე და ღამე გელი და შენს ნახვას მხოლოდ ლექსით ვითხოვ. მაპატიო? გვიანია ვხვდები, მოგონება თვალს ცრემლებით მითბობს, დრო უეცრად გაილია - ვჭკნები, სიბერეში კვლავ სიყვარულს ვითხოვ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი