დარაბებს მიღმა


დარაბებს მიღმა

დარაბებს მიღმა საქართველოა,
დარაბებს აქეთ იშვა ოცნება,
გაღმა გასცქერის პატარა წალკოტს,
გული გრძნობს, გული დაეკუმშება.
დარაბებს მიღმა ბუდობს ხალისი,
სიხარულია ზამთრის აისშიც,
დარაბებს აქეთ მხოლოდ დარდია,
გული დამჭკნარი და სარანგია.
დარაბებს მიღმა ცოტა ომია,
დარაბებს მიღმა ცოტა შფოთია,
დარაბებს აქეთ უძრაობაა,
დარაბებს აქეთ მხოლოდ გლოვაა.
ორი სამყარო ერთი კედელით,
მიღმა სიცოცხლე, მოღმა ცრემლები,
დარაბებს მიღმა საქართველოა,
დარაბებს მოღმა... სატანჯველოა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი