ცხოვრების ჟამნი


(ცხოვრებას თავისი ჟამნი აქვს, სიჭაბუკე, სიკაცე, სიბერე)

შენ ბედისწერავ კვლავაც მოგელი,
ვიცი მრავალჯერ მოგვიწევს შეყრა,
ბოლოჟამია ერთი ცხოვრების,
მომავალ ჟამზე ოჯახით გნახავ...
..........................................................................

ვიცი ბოლოჟამს ისევ შევხვდებით,
როცა ალიონს რეკენ ზარები,
როცა სრულდება ეს სიჭაბუკე
და დაიწყება დღე სხვა ფერებით.
ბოლოჟამია ჩემი ცვალების
და სხვა ეტაპზე გარდანაცვლების,
წლების მანძილზე ნაგროვი ცოდნით
ახალი გზების საწყისზე ვხვდებით.
ვხვდები დასრულდა ლაღი ბავშვობა,
უდარდელობის ბოლო ჟამია,
ბოლო ზეიმი, ბოლო ტაშის კვრა,
მომავლის დღენი საფიქრალია.
ეს მომავალიც უცებ გაივლის,
უცხო დღეები - ბევრი გზანია
და ბოლოჟამი აქაც მომიწევს,
მერე სიბერე... დრო სიზმარია...
ბოლო ნაბიჯებს სიმტკიცეს ვკარგავ,
როგორც პატარა - ვიქცევი გზა-გზა,
მონაპოვარი ნაყოფით ვხარობ,
მომავლის იმედს მათ გულში ვავრცობ.
ვიცი ბოლოჟამს ისევ შევხვდებით,
შენ გამოწვევებს მიგზავნი ახალს,
მე მებრძოლი ვარ ჩემი ცხოვრებით,
და შემართებას არასდროს ვკარგავ...

ვ. ადეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი