ჩამეხუტე
ჩამეხუტე... ერთხელ მაინც ჩამეხუტე... დამანახე ეგ თვალები სევდიანი... გაფრინდები, ძაან მალე გაფინდები და დავრჩები უშენობით სევდიანი. გამიღიმე, ერთი სიტყვით ამიღიმე, მინდა თვალმა ეგ ღიმილი დაინახოს, მინდა გულმა, მონატრებით გათანგულმა, ერთხელ მაინც უცრემლებოდ გაიხაროს. ჩამეხუტე... შეაჩერე წამში წამი, შეაჩერე ეს ცხოვრება, დრო და ჟამი, და ვიყვირებ... და ვიყვირებ როგორც მთვრალი, და ეს წამი არის ჩემთვის საფიცარი... ჩამეხუტე... გთხოვ ნუ წახვალ, ჩამეხუტე... შევაჩერო სამუდამოდ მინდა წამი... ჩამეხუტე... დაბრუნდი და ჩამეხუტე... უშენობით დავლასლასებ ცოცხლად მკვდარი... გთხოვ ხელს ნუ მკრავ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი