გოლგოთას


დღეს ღამით იყო ჭიდილი, გოლგოთას იყო ზმანება,
იყო ტკივილი და დარდი, ნათელის გამობრწყინება,
იყო სატანის ღრიალი, იყო ტირილი, წრიალი,
იყო სევდა და ნაღველი, იყო ცრემლები თვალებში.
დღეს ღამით იყო ჭიდილი, თეთრი და შავი შეიბნენ,
ბოროტი ძალი განიხსნა, სისხლის დინებით დაიძრნენ,
ნათელი წამით ჩაფიქრდა, აცალა გამოვლინება,
და გოლგოთაზე გადაწყდა - ნათელის ამობრწყინება.
უცებ ცა იხსნა, განიპო ტაძარი დანაშენები
და დედამიწა შეიძრა ცოდვებით დანამძიმები,
ბნელმა მოიცვა სამყარო, დაფარა ირგვლივ ყოველი,
ბნელში ნათელად გაბრწყინდა უფალი ყოვლის მპყრობელი.
დღეს ღამით იყო ზმანება, თეთრის და შავის ჭიდილი,
დროებით შავმა იმძლავრა, დროებით იყო პირველი
და ცაზედ იყო ჭიდილი, გოლგოთა ბრძოლის ველია,
კვლავაც იძლია ბოროტი, ნათელი შემოქმედია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი