გარეთ წვიმაა
გარეთ წვიმაა, წკაპა-წკუპია, მხოლოდ სიჩუმე... მთვარის შუქია... ეს რომანტიკა განა რთულია? გრძნობათა ჩკნობის დასასრულია... დასაწყისია ახალი ყოფის, დასაბამია გრძნობათა ტკბობის, გასახარია... გასაქანია... ეს უკვდავების ერთი წამია... გოგო - ლამაზი, ნატვრის თვალია, ზღვის მარგალიტი, ცის სადარია... დასასრულია?.. დასანანია... წვიმაა გარეთ, წკაპა-წკუპია... ეს სიზმარია?.. ეს სიზმარია?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი