დუდუნებს მტკვარი


დუდუნებს მტკვარი, ზუზუნებს ქარი,
მოხუცი კაცი, ჭაღარა ქალი,
და პატრა ბავშვი...
მიდიან ნაპირს, სიკვდილის გასწვრივ,
თავს არ ახურავთ, სცივათ და აწვიმთ.
ცხოვრება ჩქარი, მუხთალი... მძლავრი...
ზოგისთვის სიტკბო, ზოგისთვის შხამი...
დუდუნებს მტკვარი, ზუზუნებს ქარი,
მოხუცი კაცი ხელჯოხით დადის,
ჭაღარა ქალი, თავშალით შავით,
და პატრა ბავშვი შიშველი ტანით...
გრიალებს ქარი, ბობოქრობს მტკვარი,
ბობოქარ ნაპირს მიადგა ბავშვი...
ბობოქრობს მტკვარი, ეცემა ნაპირს
და ერთი წამი... ჩუმდება ყველა...
სიცოცხლე ქრება...
კვლავ დაქრის ქარი, ბობოქრობს მტკვარი,
აღარ ჩანს ბავშვი ნაპირზე მდგარი...
ბობოქრობს ქარი... ციცაბო ნაპირს მიადგა კაცი,
უმტყუნა ჯოხმა, ასაკით ტოლმა,
და გაქრა კაცი...
მდუმარედ მოდის მდინარე მტკვარი,
მოხუცი ქალი ბუხართან მჯდარი...
ბობოქრობს ქარი... გრიალებს ზვავი...
მოაწვა კალთებს, სიცოცხლეს ანგრევს...
წაშალა კვალი ბუხრის და ქალის...
დაწყნარდა წყალი, გაჩერდა ქარი,
არა ჩანს ქალი, არა ჩანს კაცი...
და გაქრა ბავშვი...
დუდუნებს მტკვარი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი