დედა-შვილი


აცივდა... გარეთ ჩამოწვა ნისლი,
ქარი ქრის... სახლში ზუზუნი ისმის,
ფიფქები ცვივა... ცა თოვლით ტირის,
სიცივე არის... ზამთარი იბრძვის.
პატარა ბავშვი გაყინულ ხელებს ჩაჰკიდებს დედას,
ნატანჯი დედა... დაბრმავებულა... ნათელს ვერ ჰხედავს...
ქარი ზუზუნებს, სიცივე მეფობს, სანთელი ქრება,
გული ჩერდება... მათი სიცოცხლე ტანჯვაში ქრება.
დილა თენდება... მზის სხივები თოვლით დაფარულ იმედს ანახლებს,
თუმც თვალს მოკრავენ, გვერდს უვლიან შემზარავ ფაქტებს
და დაღუპული დედა-შვილი არვის ადარდებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი