აღსარება


მუხლმოდრეკილი სანთელს ვანთებ წმინდანთ ხატებთან,
ყველაზე წმინდა სიყვარული ეს ხომ ღმერთია
და ვევედრები მომიტევოს შეცოდებანი,
რაც კი მოყვასთან სიყვარულში ჩემად შემშლია.
          უგუნური ვარ, უცაბედად ავღმოჩნდი დაბლა,
          ჩემს შეცდომებზე საუბარი არ შემძლებია,
          ბოროტი არ ვარ, სიყვარულის მინდოდა განცდა,
         ყველაზე წმინდა სიყვარული ეს ხომ ღმერთია.
სანთელს ავანთებ, ვევედრები ვთხოვ მომიტევოს,
ვთხოვ მომიტევოს სიამაყე მძიმე სენია,
ბოლოს კი გავტყდი, დავიჩოქე, ვლოცულობ ხატთან,
ცრემლებით ვითხოვ შეწყალებას – გული წრფელია...
        არ მომიკვლია, არ მიპარავს, არ დამიჩაგრავს,
       არ გამიცია, ერთგულება დამიცავს მარად,
       და რა შევცოდე? – სიამაყის დამდევდა განცდა,
       ჯიუტიც ვიყავ, არ ვუსმენდი სხვის აზრებს ნათქვამს.
ცხოვრების დანჯვამ მიმაყვანა საყდარის კარად,
მუხლმოდრეკილი სანთელს ვანთებ, გულს დარდი ტანჯავს...
გთხოვთ მომიტევოთ სიჯიუტე, ამაყი განცდა,
გთხოვთ მომიტევოთ რაც შევცოდე, რაც კი გულს ტანჯავს.
       თვალცრემლიანი სანთელს ვანთებ წმინდანთ ხატებთან,
       ყველაზე წმინდა სიყვარული ეს ხომ ღმერთია
       სიყვარულს ვითხოვ, მარტოობით არ მინდა ტანჯვა,
       სავედრებელი – ერთადერთი რაც დამრჩენია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი