თოვლი
თეთრად შემოსილა მინდორი ვრცელი, ქალაქის ქუჩებს ჩაუცვამთ თეთრი, ვისთვის ჭაღარა ასაკის მთვლელი, ზოგისთვის თოვლის ნაზი ფანტელი. კვლავაც დათოვა, ზამთარი მეფობს, კვლავაც მარტოა მოხუცი ბებო, ბუხართან პაპაც გახყურებს შარას, მგზავრის ნაკვალევს ფანტელი ფარავს. თეთრმა დაფარა ფიქრები ვრცელი, ჭაღარამ შავ თმას უცვალა ფერი, ვისთვის უბრალოდ ასაკის მთვლელი, ვისთვის დარდის და სევდის შემცველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი