ქართველ გმირებს
ხელჩაკიდულნი აეფარეთ სამშობლოს ფარად, თქვენი სიცოცხლით გაუგრძელეთ მამულს დღეები, მზეც კი დაბნელდა მტრის სიმრავლით, ჰაერში ქროლვით, თქვენ კი გმირულად აეფარეთ ერთურთის გვერდით. დღე ილეოდა, არ უჩანდა ბოლო სიმრავლეს, გული კვდებოდა, ეცემოდა გმირი მიწაზე, გადაუხადეთ სიამაყით ვალი წინაპრებს, ამაყად მოკვდით, დაუკვნესრად მტრების ჯინაზე... თქვენი გმირობით ქვაც კი იძრა, დადუმდა წყარო, თქვენი გმირობით მოინუსხა მთელი სამყარო, ცაც კი ატირდა, წვიმის წვეთით მიწას ემთხვია, ნიავთა ქროლვა თქვენს საფლავებს ეკრძალებიან... დედის ნაწოვი, გამოზრდილი დედაენითა, ტატოს მერანით, რუსთაველის გმირთა ენითა, ქართლის დედითა, გაგონილი სიტყვა ბრძენითა, სამშობლოს იცავთ მთელი გულით, უფლის რწმენითა. ასე დასრულდა დიდი ბრძოლა, მტერთა ყიჟინა, ვითომ იმარჯვეს? ვაჟკაცურმა ცრემლმა იდინა, გმირებს პატივი მათ მიუგეს თავის ენითა, პატივი დასდეს, თაყვანი სცეს შორი ქვეყნიდან... დედებმა შავი შეიმოსეს, ამაყად დგენან, მათ დღეს სამშობლოს დაუბრუნეს თავის ნაზარდნი, მათმა ამაგმა სამუდამოდ დაიდო ბინა, მოსაგონარი ყველა თასში აქვთ მათ მარადის. ისტორიაა, მათ ნაკვალევს ვეამბორები, შორით შევხარი, ქართულ სულებს ვეალერსები, მამული იცავს, ეკლესია მდგარი რწმენითა, ღმერთი გფარავდეთ ქართველებო მრავალ დღენითა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი