ქალი


ცა დაფიქრებით დაჰყურებს მიწას,
უფალი ფიქრობს...
უფალი ფიქრობს ქმნის რაღაც ახალს
და გული თითქოს
და გული თითქოს რაღაცას ითხოვს,
არ იცის თვითონ.
უფალი ფიქრობს... შექმნა შედევრი
ნეტავ რას ითხოვს?
ერთი სახელი უნდა დაარქვას
უამრავ სტრიქონს.
არსება ნაზი, სიცოცხლით სავსე,
ხალისით იხმობს.
კეთილი, მშვიდი, კდემით მოსილი
და სახელს ითხოვს.
ქალი დაარქვა...
ერთი სახელი ამ მრავალ სტრიქონს.
და დაიბადა მშვენება ქალის,
სიყვარულს ითხოვს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი