ღვთისმშობლის დანატოვარი
საქართველოში რა დალევს ლამაზს, ულამაზესი ქვეყნად ბევრია, საქართველოში ეს სილამაზე სულ სხვა ფერებში აღსაქმელია... ერთ ლამაზ არეს, მცირე წალკოტში, ერთად მრავლდება ერი და ბერი, აქვე დიდგორი - დღე საკვირველი, წითლად ელვარე კრწანისის ველი. ბახტრიონს კვლავაც ელვარებს ხმალი, ალაზნის ველზე ქართველი ზეობს, წინაპართაგან დანატოვარი გამოგვლევია დრო სანაქებო. საქართველოში საკვირველია, მიწა... ჰაერი... მთა ერწყმის ზეცას. საქართველოში ერთადერთია შემოკრებილი ყველა გენია... მთელს მსოფლიოში ლამაზს რა დალევს, ულამაზესი განა ბევრია?! ჩვენი ქვეყანა ასე ლამაზი დედა ღვთისმშობლის დანაბედია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი