დავიღალე... წამიყვანე...
დავიღალე... აქ ცხოვრებით დავიღალე, წამიყვანე შენთან ღმერთო... მაღლა... დავიმდაბლე... სიყვარულში დავიმდაბლე, არ დავიკლე ცრემლები და განცდა. დავიშანთე... გული ცოდვით დავიშანთე, ვერ მოვეშვი განცხრომას და შარბათს. დავიცალე... სინანულით დავიცალე, შენდობას გთხოვ სანამ შემწევს ძალა. დავიღალე... გთხოვ უფალო წამიყვანე, ჩემი გრძნობა რადგან ცალად დარჩა, წამიყვანე... გევედრები წამიყვანე, ამარიდე მომავალ დღის ტანჯვას. შენდობას გთხოვ... გთხოვ მიიღე აღსარება, ჩემს მოძღვართან წარმოთქმული მდაბლად, მომიტევე - შემოქმედო შეცოდება და მსუბუქად წამიყვანე მაღლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი