ეკლესიაში...
ეკლესიაში შევდივართ, როცა კარს გასაჭირი დაგვიწყებს მოსვლას, მაშინ ვიხსენებთ უფალთან ლოცვას, გამოვდივართ და უარესს ვსცოდავთ. ეკლესიაში დავდივართ ხროვად, იქ ვჭორაობთ და ვუყურებთ მოძღვარს, ერთი სული გვაქვს როდის გამოვა, გულით დაგვლოცავს, სახლში წამოვალთ. ეკლესიაში არ ვუსმენთ ლოცვას, იქ სიარულით ათმაგათ ვცოდავთ, მერე ამ ცოდვებს ჩამოვწერთ გროვად, აღსარების დროს ფურცელზე რომ ჩანს. სიტყვით ვერ ვბედავთ გამხელას ვრცელად, მოკლედ დაწერას ავირჩევთ ხელად, რომ დავწვრილმანდეთ გვექნება შველა, გულით შევთხოვოთ შენდობა ღმერთსა. ეკლესიაში ხატებთან რომ ვართ, მაინც ვჭორაობთ, სხვებს ვუმზერთ შორად, იმას ვუყურებთ ვისთან რა მოაქვთ, ფარისევლურად, არ ვიმჩნევთ ცოდვას... გარეთ გამოსულს გვეტყვიან ხურდას, უმალ ვუყვირით, ხელსა ვკრავთ მტრულად, სულ გვავიწყდება საიდან მოვალთ, სახლში რომ მივალთ ვანახლებთ ლოცვას. რატომღაც იქცა ყოველი დოგმად, სულ დაივივიწყეთ ღმერთთან დადგომა. განდგომა გვექცა რატომღაც სწორად, სიტყვით უფლისკენ... საქმით კი შორს ვართ. ეკლესიაში როცაა ლოცვა, იქ სული წმინდა ზეციდან მოვა, რომ დაინახავს ხალხის ამ ხროვას, ურწმუნო გულში მადლად გარდმოვა?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი