მასკარადი
მთელს მსოფლიოს მოურგია ნიღაბი, მასკარადი გაუმართავთ დიდი, ამაყობენ ამ დროებით მირაჟში და ტყულში დაუმალავთ ხიბლი. ზოგს მოერგო დიდ ბატონის წოდება გენერალის წილად ერგო ჩინი, ზოგს მოერგო სავაზიროდ მორთული, ზოგს გლახაკის შეხვდა მძიმე წილი. მოუწყიათ გემოვნებით ცხოვრება, იხარებენ ამ დროებით ფარსით და მირაჟში უსრულდებათ ოცნება, ეშინიათ მომავალი სხივის. არ ავიღე მე არც ერთი ნიღაბი, არც ვეზირის, არც გლახაკის წილი, არ მინდოდა მასკარადში აყოლა და ნიღაბის სულ არ მქონდა ხიბლი. ჩემი სახით შევეჭიდე ცხოვრებას, მასკარადში მე უნიღბოდ ვდგევარ, ბოლოს ყველა მასკარადი მთავრდება, როცა სხივი ნათლის გამოჩნდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი